saqarTvelos daculi teritoriebi - daculi landSafti
დაცული ლანდშაფტი – დაცული ტერიტორიის ერთ-ერთი სახე, რომელსაც მინიჭებული აქვს სპეციალური სტატუსი. შეესაბამება IUCN V კატეგორიას.
დაცული ლანდშაფტი შეიძლება დაარსდეს ეროვნული მნიშვნელობის მქონე, მაღალი ესთეტიკური ღირებულებით გამორჩეული, როგორც ბუნებრივი, ასევე ადამიანისა და ბუნებრივი გარემოს ჰარმონიული ურთიერთქმედების შედეგად ჩამოყალიბებული ბუნებრივ-კულტურული ლანდშაფტის დასაცავად, სასიცოცხლო გარემოს შენარჩუნების, რეკრაციულ-ტურისტული, და ტრადიციული სამეურნეო საქმიანობისათვის.
დაცული ლანდშაფტი საჭიროებს ეროვნული მნიშვნელობის მქონე ფართო სახმელეთო ტერიტორიას და/ან აკვატორიას, სადაც თვითმყოფადი ბუნებრივ-კულტურული ლანდშაფტი გამოიჩევა მაღალი ისტორიული და ესთეტიკური ღირებულებით.
დაცული ლანდშაფტი შეიძლება შედიოდეს სხვა დაცული ტერიტორიის (ბიოსფერული რეზერვატი, მსოფლიო მემკვიდრეობის უბანი) შემადგენლობაში ან მოიცავდეს დაცულ ტერიტორიას (ბუნების ძეგლი).
შესაძლებელია დაცული ლანდშაფტში მოეწყოს სხვადასხვა ზონა.
საქართველოში პირველი დაცული ლანდშაფტი -„თუშეთის დაცული ლანდშაფტი“ შეიქმნა 2003 წელს (31,518 ათასი ჰა), 2009 წელს კი დაარსდა ,,კინტრიშის დაცული ლანდშაფტი" (3,190 ათასი ჰა). ამ კატეგორიის დაცულ ტერიტორიაზე შესაძლებელია ბუნებრივი რესურსების მდგრადი მოხმარება და ეკოტურიზმის განვითარება კონსერვაციის მიზნების ხელშესაწყობად.
2013 წლის მდგომარეობით საქართველოში დაცული ლანდშაფტის საერთო ფართობი 34, 708 ათას ჰა-ს შეადგენს. დაცული ლანდშაფტი იმართება ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მიერ შექმნილი ადმინისტრაციის მიერ, რომელიც მართვას ახორციელებს სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოსტან შეთანხმებით.
საქართველოში 2010 წლის მონაცემებით საქართველოში 2 დაცული ლანდშაფტია: